სათავეები | ლელოსეული გენი გამოვლინება

სათავე

1960’

1970’

1980’

1990’

2000’

მატიანე

2009 წლის შემოდგომაზე ქართული რაგბი 50 წლისა მოიყარა, რაც ყველა საზომით სიმწიფის ასაკია. იუბილე საკადრისად, ეროვნულ სტადიონზე არგენტინის "იაგუართა" ძლევით აღვნიშნეთ, მას აქეთ კი ევროპული შესარჩევიც მოვიგეთ და მსოფლიო თასზე მესამედ გავედით

ის, რომ ყველა ამ წარმატების სათავე ლელო’ბურთია, მაგას ბევრი ფიცი-მტკიცი არ ჭირდება. ქრისტიანობის მიერ შეწყნარებული ეს საომარი, წარმართული თამაში საუკუნეთა განმავლობაში იყო ქართველობის ძალ-გულოვნების წყარო და აქამდეც მოატანა, ბორჯღალოსნებმა კი მისეული გენი სრულიად რაგბეთს დაანახეს

გბი [იმხანად გბი] ჩვენში ამ ნახევარი საუკუნის წინ, ნებაყოფლობით რომ დაინერგა, მას აქეთ არ დაგვიგდია ეს ვაჟკაცური საქმე და წინა თაობათა ფესვ-ჩაყრილ ტრადიციას ვაგრძელებთ, ისე კი, ადრეც გვიცდია ოვალური ბურთით თამაში, მაგრამ ყველა ის წამოწყება შეწყდა, აღარ გაგრძელებულა

ამ შესავლის შემდეგ, იმედია, ინტერესით გაეცნობით ნაკვეთის სხვა, ათ-წლეულების წვრილად აღმწერ გვერდებსაც, მეტის შესამეცნებლად კი "ქართული რაგბის მატიანეს" უნდა ჩაუღრმავდეთ

ივნისი 2010

ქრონოლოგია

  დასავლეთ საქართველოში მღვდელი ყოველ აღდგომას აკურთხებდა წითელ ბურთს და მრევლს ლელოს ათამაშებდა

1894

  ილიასეული " ივერიის" ცნობით, ბათუმის პორტში მდგარი ბრიტანული გემის მეზღვაურები ჩაებნენ ლელოში და ისე ბურთაობდნენ, ჩვენებურები გეგონებოდნენო

1919

  საფრანგეთში გადახვეწილი ქიმიკოსის, პროფესორ დავრშაშვილის თანახმად, "დემოკრატიულ რესპუბლიკაში" არსებობდა რაგბის სამი გუნდი და ახლანდელი ვაკის პარკის ადგილას არსებულ მოედნებზე თამაშობდა

1930

  ბორის პაიჭაძის თქმით, ბრიტთა წაბაძვით ფოთში ფეხბურთზე ოცი წლით გვიან რგბიც დაინერგა და შეიქმნა გუნდი, რომელმაც რამდენიმე წელი იარსება

1935

  24 მაისს, ყოფილ შევარდენზე [სადგურთან] თბილისის ფიზკულტურის ტექნიკუმის სტუდენტებმა "ამერიკული ფეხბურთის" საჩვენებელი თამაში გამართეს

1937

  ელიზაროვის გაცნობითი სტატიის კვალად, ტექნიკუმის სტუდენტი გიგა დვალი "რგბის სასწავლო შეკრებაზე" მოსკოვ გაიგზავნა, მაგრამ მალე საბჭოთა გბის აქტივი რეპრესირებულ იქნა

1940

  შინ დაბრუნებულმა დვალმა, მორიგი კამპანიის ფარგალში, მოყო სემინარი და გვიან შემოდგომაზე გამართა 4-გუნდიანი ქალაქის პირველობა, რომელიც "დინამო" წოდებულმა უცხო, სამხედრო ქვედანაყოფმა მოიგო

1941

  აპრილში "დინამო" ჯერაც ვარჯიშობდა, სამაისოდ ქალაქის პირველობა დაიგეგმა, ივნისში კი ომი დაიწყო

1947

  მოსკოვიდან მოვლინებულმა ივან ციგანოვმა ტექნიკუმშივე სახელდახელოდ შეკრიბა გუნდი, რომელშიც გივი კარტოზია და გიორგი შარაშიძე ჩაებნენ. ბიჭებმა "დინამოზე" გამართულ "ქალაქთა შეჯიბრში" სამივე მატჩი ბარაქიანად წააგეს და მეტად აღარც უთამაშიათ

1949

  მორიგ "ქალაქთა" შეჯიბრზე, კიევში უნდა მიევლინათ ლელო’ბურთის ჩემპიონი, დიდი ჯიხაიშის ტექნიკუმის გუნდი - სამტრედიის "უროჟაი", მაგრამ გეგმა უცნობ მიზეზთა გამო ჩაიშალა, ხოლო შემდეგ წელს რგბი საბჭოეთში სულაც გაუქმდ, როგორც ოლიმპიურად უპერსპექტივო სახეობა