1970’იანები | ნიჭისა და ნოვატორობის ხარჯზე

სათავე

1960’

1970’

1980’

1990’

2000’

მატიანე

მეორე ათწლეულში რუსეთში შენიღბული პროფესიონალიზმი დაინერგა, აქ კი მოყვარულებად დავრჩით და მალევე ჩამოვრჩით, მაგრამ მერე მაინც გავზარდეთ რკინიგზელთა უნიჭიერესი თაობა

თემურ ბენდიაშვილმა, დათო კილასონიამ, მიშა ხარშილაძემ, ავთო გიორგაძემ, ოლეგ ლიპარტელიანმა, ავთო ღიბრაძემ ნოვატორული იდეებით თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანეს საბჭოთა რაგბი

მაგრამ გუნდს მფარველი რომ არ ჰყავდა, ლოკომოტივმა აიღო ოდენ თასი, ბრინჯაო და მოშურნე საკავშირო სტრუქტურასთან ჭიდილში კატასტროფა განიცადა

შინ [რესპუბლიკაში]

წელი

პირველობა

ქალაქი / თასი

1970

დინამო

[არ დასრულებულა] ^

1971

დინამო

დინამო ^

1972

ლოკომოტივი

ლოკომოტივი ^

1973

დინამო

პოლიტექნიკური ~ #

1974

განთიადი [დინამო]

=

1975

ივერია [განთიადი]

ივერია [არ დასრულებ] ^

1976

ივერია

ლოკომოტივი ^

1977

ლოკომოტივი

=

1978

სახლმშენი [ქუთ] #

პოლიტექნიკური #

1979

შევარდენი ~ #

პოლიტექნიკური #

# ოსტატთა გუნდების გარეშე,  ^ თბილისის პირველობა,  ~ იმედის თასი

გარეთ [საბჭოეთში]

წელი

ლოკომოტივი

დინამო

ქუთაისი

1970

4 = 9 [ბ1] = = =

1971

5 = 8 = = =

1972

3 = 9 [ბ1] = = =

1973

6 = 7 = = =

1974

8 = 7^ = = =

1975

8 = 6% = = =

1976

8 ფინ 5% 1/8 = =

1977

5 1/4 7@ 1/2 16 [ბ6] 1/4

1978

3 თასი 10 [ბ4]@ 1/4 9 [ბ3] 1/8
1979 4 1/2 11 [ბ5]@ 1/16 9 [ბ3] 1/8

 ^ განთიადი% ივერია,  @ ელვა

გუნდის მონაგარში მარცხენა გრაფა პირველობაზე დაკავებული ადგილია, მარჯვენა კი თასის ის რაუნდი, სადამდეც მიაღწია;
[ბ] პირველი ლიგა ან პირველობის ქვედა, სანუგეშო ფინალია

საბჭოეთის ლაურეატები

ოქრო

ფილი 1970 1972 1973 1974 1975, ვევეა 1971 1976 1977, ავიატორი 1978, სლავა 1979

თასი

 ვევეა 1976, ფილი 1977, ავიატორი 1979

ქრონოლოგია

1970

  ლოკომოტივმა უმაღლეს ლიგაში მეოთხე ადგილი გაიყო, რითაც 12 ვეტერანი ოსტატი გახდა, დინამო კი ელიტაში ამოვიდა

1971

  არა-ოლიმპიური რეგბი თუმც არ შედიოდა ხალხთა V სპარტაკიადის პროგრამაში, ქართველ რეგბისტებს მარტიდან სექტემბრამდე შეჯიბრი არ გაცდენიათ

1972

  საკავშირო ჩემპიონატის გამართვა მიმოსვლით დაწესდა. ლოკომოტივმა პირველობის შანსი ხელიდან გაუშვა და მესამე ადგილს დაჯერდა, დინამომ კი ტურობრივი ქვედა ლიგა მოიგო და უმაღლესში დაბრუნდა

1973

  კვლავ ორი გუნდით წარვდექით უმაღლეს ლიგაში; შინაურ ასპარეზზე თითქმის არაფერი გაგვიმართავს, მაგრამ სამ უცხო ქვეყანას კი ვებურთავეთ

1974

  საკავშირო სპორტ-კომიტეტმა მიიღო საეტაპო დადგენილება, ჩვენ კი, ორ ბანაკად გაყოფილები, უმაღლესში დასარჩენად მთელი წელი ერთურთს ვეჯიბრეთ, ხოლო ნაკრების შექმნა და ნათლობაც უჩვენოდ მოხდა

1975

  ივერია დაღვინდა, ლოკომოტივი უმაღლესში გაჭირვებით შებრუნდა და დარჩა, პირველად მოეწყო ჭაბუკთა საკავშირო პირველობა, საბჭოეთი შევიდა ფირა-ში და ჩვენებიც მოხვდნენ ნაკრებებში

1976

  ლოკომოტივს საკავშირო თასი ხელიდან გამოეცალა, საბჭოეთი ერთა თასში ჩაება, ივერიის ბიჭებმა კი მოსკოვში ი-მინი-რეგბეს

1977

  ბრიტანეთიდან გვეწვივნენ პინგვინები, ლოკომოტივმა დახვეწა ბურთაობის ყაიდა, ქუთაისი საკავშირო პირველობაში ჩაება და რეგბიც გურულ ლელობურთს დაუმოყვრდა

1978

  მოვიპოვეთ პირველი დიდი გამარჯვება - ლოკომოტივმა საკავშირო თასი შემართა. რკინიგზელებმა ჩემპიონობა ფინიშზეღა დაკარგეს, ქუთაისი უმაღლეს ლიგაში ამოვიდა, რესპუბლიკური პირველობა პირველად მოეწყო ორ წრედ და თასიც პირველადვე გათამაშდა

1979

  სუფევდა სრული განუკითხაობა: საკავშირო სტრუქტურამ ლოკომოტივი არ აჩემპიონა; ელვა უსახელოდ დაიშალა; რესპუბლიკური პირველობა არ გამართულა; ახალგაზრდული კი ორმა გუნდმა მიატოვა